ამ მოდულში ვისწავლე თუ როგორ დავეხმარო მოსწავლეებს პრეზენტაციის შექმნაში. აგრეთვე ვისწავლე პრეზენტაციის დასათაურება, სურათის განთავსება სლაიდზე, სლაიდების დასათაურება . შევიმუშავეთ პრეზენტაციის ნიმუშის თემატიკა და დიზაინი. ტრენინგზე მიღებულ ცოდნას აქტიურად გამოვიყენებ მოსწავლეებთან პროექტებზე მუშაობისას.
ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კიითხვების ან განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით... ამ მოდულში ვისწავლე სტანდარტების განსაზვრა სასწავლო პროექტებისთვის, მიზნების შემუშავება , განვიხილეთ მიმართულების მიმცემი კითხვები რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეების წახალისებას და სასწავლო პროცესში ჩართულობას. ძალიან საინტერესოდ ჩაიარა დღევანდელმა ტრენინგმა. ნაყოფიერი აღმოჩნდა ამ მოდულის განხილვა.
Комментарии
Отправить комментарий